თბილისში ახალი გასართობი ცენტრი „შუმბა ლენდი“ შენდება

© facebook.com/CityHallofTbilisiთბილისში ახალი გასართობი ცენტრი „შუმბა ლენდი“ შენდება
თბილისში ახალი გასართობი ცენტრი „შუმბა ლენდი“ შენდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარკში „შუმბა ლენდი“ 20 თანამედროვე იტალიური წარმოების ატრაქციონი დაიდგმება. პარკი 1-დან 12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ვაკის პარკში, ახალი საბავშვო გასართობი პარკის მშენებლობა დაიწყეს, რომელსაც იმ პატარა თეთრი ლომის ბოკვერის — შუმბას სახელს დაარქმევენ. თბილისის ზოოპარკის მკვიდრი, ბავშვების და არა მხოლოდ მათი საყვარელი ბოკვერი შუმბა თბილისის წყალდიდობის დროს დაიღუპა.

პარკში „შუმბა ლენდი“ 20 თანამედროვე იტალიური წარმოების ატრაქციონი დაიდგმება. პარკი 1-დან 12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, იტყობინება ქართული მედია. 

„მრავალი წლის მანძილზე ეს ტერიტორია ვაკის პარკში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. გადავწყვიტეთ აქ ახალი პარკი „შუმბა ლენდი“ გაგვეშენებინა. ექვსი თვის შემდეგ აქ გამოჩნდება  ევროპული სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონები და სულ მალე პარკი მთელ ქალაქს მოემსახურება“, — თქვა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ. 

პარკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას შპს „ვაკის პარკი“ თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. 

14 ივნისის ღამეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე  ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.  ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, 300 კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 


ყველა ახალი ამბავი
0