რამალში შეტაკებისას ძალოვნები წაქცეულ პალესტინელს ურტყამდნენ

გამოწერა
დიდი შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ებრაელ ძალოვნებს შორის სამშაბათს ქალაქ რამალაში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ისროდნენ ქვებს მომიტინგეები სამხედროების წინააღმდეგ და რა მოიმქომედეს ძალოვნებმა საპასუხოდ.

ებრაულმა არმიამ დაახლოებით 350 პალესტინელისგან შემდგარ მომიტინგეთა ჯგუფს ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და საბრძოლო ტყვიებით შეუტია, იუწყება სააგენტო Ruptly.
წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ძალადობრივ ქმედებებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ძალოვნებმა ათობით დემონსტრანტს რეზინის ტყვიები ესროლეს და კიდევ ხუთს საბრძოლო ვაზნები სამხედრო საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან კალანდიაში.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ და წითელი ნახევარმთვარის კომიტეტმა გაანცხადეს, რომ სამშაბათს შეტაკებისას 129 პალესტინელი დაიჭრა დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში.

კალანდიაში განთავსებულია საკონტროლო–გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ფაქტიურ დედაქალაქს, რამალას იერუსალიმთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0