პოლონელებს ქართულ შემოქმედებას გააცნობენ

© фото - public domainსაქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურულ–გასართობი ღონისძიებების ფარგლებში ქართული სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია და ასევე საქართველოში მეღვინეობის ტექნოლოგიების შესახებ ლექციები ჩატარდება. დაგეგმილია დებატები თანამედროვე ქართული თეატრის, კინემატოგრაფისა და პოლიტიკური კურსის შესახებ.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთში 2015 წლის 9–16 ოქტომბერს ქართული კულტურის კვირეული გაიმართება, სადაც გაეცნობიან საქართველოს თეატრს, კინემატოგრაფს, ხალხურ სიმღერასა და ცეკვას და ასევე ფოტოხელოვნებას. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუწყება. 

პოლონეთში ქართული კულტურის კვირეული გდანსკის შექსპირის თეატრში ქართველი რეჟისორის, ლევან წულაძის მიერ ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით, „ქალი ძაღლით“ გაიხსნება. იქვე გაიმართება გამოფენა „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“. 

ქართული კულტურის კვირეულის პროგრამაში ასევე ნაჩვენები იქნება თეატრალური დადგმები: „ტროას ქალები“ (სამეფო უბნის თეატრი) და „Extravaganza“ (თითების თეატრი), ფილმები: გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, სალომე ალექსის „კრედიტის ლიმიტი“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ და თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.

პოლონელებს ქართულ მრავალხმიანობას ანსამბლი „მძლევარი“ გააცნობს. ანსამბლის მონაწილეები პროფესიონალი შემსრულებლებისთვის ქართული პოლიფონიის მასტერკლასს ჩაატარებენ.

ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები ქართულ ხალხურ ცეკვებს შეასრულებენ. ღონისძიების სტუმრებს ასევე ელოდებათ ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელსაც ქართველი მუსიკოსები ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე ჩაატარებენ.

კულტურულ–გასართობი ღონისძიებების ფარგლებში ქართული სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია და ასევე საქართველოში მეღვინეობის ტექნოლოგიების შესახებ ლექციები ჩატარდება. დაგეგმილია დებატები თანამედროვე ქართული თეატრის, კინემატოგრაფისა და პოლიტიკური კურსის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0