ქურდული სამყაროს წევრები გამოძალვისთვის დააკავეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი, 8 ოქტომბერი —  Sputnik. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ ბრალად, – იუწყება შსს–ს პრესსამსახური

დაშინებისა და მუქარის გზით დამნაშავეებმა — 1959 წელს დაბადებულმა მურად ს.–მ და 1961 წელს დაბადებულმა ვასილ ჩ.–მ — 10 ათასი ლარი გამოსძალეს ინდმეწარმეებს. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0