თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ნამიბიაზე გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ტრიუმფმა საქართველო კვლავ ასახელა.
ინგლისში მეორე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ქართულმა გუნდმა 2019 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია ავტომატურად მიიღო.
„მადლობა, ბიჭებო, ამ თავდადებისა და გამარჯვებისთვის. გილოცავთ, ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს! მე ვამაყობ ჩვენი ''ბორჯღალოსნებით'' და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი!“ – აღნიშნულია ღარიბაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე.
ნამიბიასთან მატჩის წინა დღეს, საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მტავრობის წარმომადგენლებმა და რაგბის ვეტერანებმა ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც ფრედ დამთავრდა.
მსოფლიო თასზე ქართველმა რაგბისტებმა ტონგას ნაკრებს ანგარიშით 17:10 სძლიეს, მაგრამ წააგეს არგენტინისა (9:54) და ახალი ზელანდიის (10:43) გუნდებთან. ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ აღიარეს – ტონგასა და ახალ ზელანდიასთან მატჩებში. შედეგად ქართველმა რაგბისტებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.