თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik.რუსული მხარის გამო „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების საცობია, განუცხადა სააგენტო „ინტერპრეს ნიუსს“ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“, ამ დროისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე, მათ შორის სომხეთის ტვირთებისათვისაც.
მოისწრაფიშვილის თქმით, საზღვარზე შექმნილი პრობლემის გადაწყვეტა იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გაუშვებს რუსული მხარე სატვირთო ავტომობილების ნაკადს..
მისი განცხადებით, ქართული მხარის შესაძლებლობები როგორც ინფრასტრუატურის ისე საკადრო თვალსაზრისით, საშუალებას იძლევა გაცილებით მეტი ავტომანქანა გაატარონ.