თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახური საკალათბურთო კლუბი „ბარსი“ „ქუთაისთან“ მოგებული ფინალის 78:74 შემდეგ, დუდუ დადიანის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, „ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ტურნირის ფავორიტი ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა შეძლო ფინალამდე მისვლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წააგო ყაზახ კალათბურთელებთან.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პაველ მიხეევი აღიარეს, რომელმაც გამარჯვებულთა შემადგენლობაში 26 წულა ააგროვა. ქუთაისელებს შორის გამორჩეულად ითამაშა გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც 16 ქულა ააგროვა.
საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად 2002 წელს ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის ტურნირით იწყება.
წელს ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, რადგან მასში პირველად მიიღო მონაწილეობა უცხოურმა გუნდმა.