ავსტრალიაში კატარღა დააკავეს, რომელზეც 427 კგ ჰეროინი აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრალიური ავიამზიდის HMAS Melbourne ეკიპაჟმა საეჭვო კატარღა 1 ოქტომბერს აღმოაჩინა. სამხედროებმა კატარღაზე რამდენიმე ადამიანი გააგზავნეს, სადაც 427 კგ ჰეროინი აღმოჩნდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრალიის სამხედრო საზღვაო ზალების ავიამზიდმა მებადურთა კატარღა დააკავა, რომელსაც 126 მილიონი დოლარის ღირებულების 427 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა, იტყობინება ოთხშაბათს გაზეთი Sydney Morning Herald.

 გამოცემის ინფორმაციით, კონტრაბანდისტები ინდოეთის ოკეანეში დააკავეს. თავდაცვითი ძალების მეთაურმა ვიცე-ადმირალმა დევიდ ჯონსტონმა განაცხადა, რომ ავსტრალიური ავიამზიდის HMAS Melbourne ეკიპაჟმა საეჭვო კატარღა 1 ოქტომბერს აღმოაჩინა. სამხედროებმა კატარღაზე რამდენიმე ადამიანი გააგზავნეს, სადაც ჰეროინი აღმოჩნდა. 

 ნარკოტიკები ამოიღეს და გაანადგურეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ავსტრალიური გემების მიერ დაკავებული არალეგალური ნარკოტიკების არც ისე მცირე ნაწილი ავღანეთიდან და პაკისტანიდან მოდის, ხოლო მათი გაყიდვისაგან შემოსავლებს ტერორისტული ორგანიზაციები იღებენ. 

 გაზეთი ასევე იტყობინება, რომ ბოლო მსხვილი ოპერაციის შედეგად, რომელიც 2015 წლის თებერვალში ჩატარდა, 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების 2 ტონა ნარკოტიკები იქნა ამოღებული.


ყველა ახალი ამბავი
0