პუტინი: რუსულმა ხომალდებმა „ისის-ის“ ობიექტები დაცხრილეს

გამოწერა
პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სროლა კასპიის ზღვის აკვატორიიდან, დაახლოებით 1500 კმ მანძილზე, ზეზუსტი იარაღიდან განხორციელდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის კასპიის ფლოტის ხომალდებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები დაცხრილეს და ყველა სამიზნე დააზიანეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას. 

„ის, რომ ჩვენ ეს სროლები კასპიის ზღვის აკვატორიიდან, დაახლოებით 1500 კმ მანძილიდან განვახორციელეთ ზეზუსტი იარაღიდან და ამასთან ყველა სამიზნე დავაზიანეთ — იმაზე მეტყველებს, რომ თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები კარგადაა მომზადებული, ხოლო პირადი შემადგენლობა ასევე კარგად გამოწვრთნილი“, — განაცხადა პუტინმა ტელეარხ Россия 1-ის ეთერში.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ „მსგავსი კონფლიქტები პოლიტიკური საკითხების გადაჭრით უნდა სრულდებოდეს“. 


ყველა ახალი ამბავი
0