თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მრგვალი მაგიდა თემაზე: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი?“ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
აგვისტოს ბოლოს თბილისის ახლოს, ეროვნული სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ცენტრში სამხედრო მომზადებას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოში ნატოს გაძლიერებული ყოფნის ფონზე სამხედრო ნეიტრალიტეტის თემაზე.
ღონისძიების ორგანიზატორია პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“.
ღონისძიების მონაწილეები:
• პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს “ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე;
• საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია;
• ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, დსთ-ის დეპარტამენტის კათედრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია;
• სტრატეგიის მართვის ინსტიტუტის დირექტორი პეტრე მამრაძე;
• საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია;
• ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია;
• კულტურის მოღვაწე იური მეჩითოვი;
• ექსპერტები სამეგრელოდან და ქვემო ქართლიდან ბონდო იაშაღაშვილი და ზაზა არახამია.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.
ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.