თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ლატვიაში, კლაიპედაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველთა ნაკრებმა მძიმე ათლეტიკაში ექვსი მედალი მოიპოვა.
ქართველ ათლეტთა ყულაბაში 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.
23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში რამინ შამილიშვილმა (62კგ) ატაცში 120 კგ-იანი შედეგით ოქრო მოიპოვა, ხოლო აკვრაში ქართველი ათლეტის შედეგი 142 კგ იყო, რამაც მას საშუალება მისცა ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა. ორჭიდის შედეგებით, შამილიშვილმა 262 კგ მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, მხოლოდ უფრო მძინე წონაში (77კგ), თავისი გულშემატკივრები გიორგი ლომთაძემ გაახარა, რომელმაც ატაცში (147კგ) ვერცხლი, ხოლო აკვრაში (175კგ) ბრინჯაო მოიპოვა, ორჭიდის შედეგით კი (322კგ) ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონატი 10 ოქტომბრამდე გასტანს.