თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. რუს მეწარმეებს შეუძლიათ ღვინოზე შიდა მოთხოვნა 80%-ით დააკმაყოფილონ, თვლის რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი.
„ჩვენ არ ვახდენთ საკუთარი ღვინის წარმოების სტიმულირებას… ჩვენ კარგი ღვინოები გვაქვს, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ 80%-მდე უზრუნველვყოთ ღვინოზე მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში“, — თქვა ტკაჩოვმა ტელეარხ "Россия 24"-ის ეთერში.
აგვისტოში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში ღვინომასალების იმპორტირების აკრძალვას, რადგან მისი აზრით, რუსეთში არც ისე ხარისხიანი ღვინომასალების იმპორტი ხდება.
სექტემბერში, ტკაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ყოველწლიურად 10 ჰექტარი ვენახის გაშენება უნდა მოხდეს, რათა მათი საერთო ფართობი ორჯერ გაიზარდოს — 140 ჰექტრამდე. ეს საშუალებას მისცემს რუსეთს 5-7 წლით ჩაანაცვლოს ღვინის იმპორტი.