თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მწვრთნელთა შტაბმა მსოფლიო თასის მე–4 ტურის მატჩზე ნამიბიის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის საბოლოო შემადგენლობა განსაზღვრა.
საქართველო: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპიტანი), 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა მალაღურიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური, 23. ბექა წიკლაური.
მატჩი ნამიბია–საქართველო 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
რაგბიში მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნებმა“ ტონგას გუნდს ანგარიშით 17:10 სძლიეს, ხოლო არგენტინასთან (9:54) და ახალ ზელანდიასთან (10:43) – წააგეს.