თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2015 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის აგვისტოში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,3% შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,5 %–ია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 3,2%.
წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, 4,7% იყო.
„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, 3,3% შეადგინა.