საქართველოში სამუფთოს ახალი რეზიდენცია გაიხსნა

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მუსლიმთა კავშირს, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმი თემის სასულიერო სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობები, 2015 წლის მარტში გადაეცა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში სამუფთოს რეზიდენცია ორშაბათს, 5 ოქტომბერს გაიხსნა, იუწყება ქართული მედია.

საქართველოს მუსლიმთა კავშირს, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმი თემის სასულიერო სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობები, 2015 წლის მარტში  გადაეცა. ეს შენობები აჭარის მთავრობამ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიძინა.

„ეს არის ისტორიული ფაქტი, წლების მანძილზე გვინდოდა ისეთი რეზიდენცია გვქონოდა, როგორიც შეეფერებოდა მუსლიმ თემს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 


ყველა ახალი ამბავი
0