სამხედრო-საველე მწვადი: უჩვეულო შეჯიბრება რუს ჯარისკაცებს შორის

გამოწერა
დუშანბეში განთავსებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაზე ჩატარდა კონკურსი საუკეთესო მწვადის გამოსავლენად. ბაზის ტერიტორიაზე, წინააღმდეგობის ხაზზე ოცამდე მაყალი დადგეს, საბოლოდ „გაიმარჯვა მეგობრობამ“.

დუშანბეში განთავსებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაზე ჩატარდა  კონკურსი საუკეთესო მწვადის გამოსავლენად. ბაზის ტერიტორიაზე, წინააღმდეგობის ხაზზე ოცამდე მაყალი დადგეს,   საბოლოდ „გაიმარჯვა მეგობრობამ“.

„მწვადის პირველობა“ არანაირ თარიღს არ ეძღვნებოდა და არც სტუმრებისთვის საჩვენებელი შოუ არ იყო. გასტრონომიული ტურნირები გარკვეული  პერიოდის წინ იქცა უქმეების ღონისძიებების შემადგენელ ნაწილად, რომლებიც რეგულარულად ტარდება ბაზაზე დასვენების დღეებში, — იუწყება „Sputnik ტაჯიკეთი“. 

პოლკოვნიკი დენის ლიამინი ამ ბობს, რომ არმია ტონუსში უნდა იყოს, ამიტომ „ტაქტიკური ჩანაფიქრის“ თანახმად, გარნიზონის ტერიტორიაზე ოცი „ცხელი წეტრილი“ შეიქმნა. მაყალების სხვადასხვაგვარი იყო, თვითნაკეთებიც კი. მართვის ბატალიონმა საერთოდაც შველერის გადანაჭერი გამოიყენა მაყალად.  შველერებს ელექტროგადამცემი ხაზების  ბოძებს ამაგრებენ. „ძალიან მოხერხებული რამაა, უკვე 15 წლისაა, წინამორბედებისგან შემოგვრჩა“, — დააზუსტა, პრაპორშჩიკმა ისე, რომ ნაკვერჩხლისთვის ბერვა არ შეუწყვეტია. 

„ცხელ წერტილებში“ ყველაფერი გათვალისწინებულია. იქვე ახლოს სახანძრო მორიგეობს, ხოლო მაყალების რიგებშუა ქვიშით სავსე ორმოა. ეს ერთადერთი რამაა, რაც წინააღმდეგიბის ხაზს მოგვაგონებს, დანარჩენი ყველა ბარიერი დროებით დაშლილია.

ყველა ახალი ამბავი
0