მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის შექმნას არ აპირებს

გამოწერა
ქართული მედია ადრე აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება თავისი პოლიტიკური ძალა წარადგინოს. მარგველაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს.

ქართული მედია ადრე აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება თავისი პოლიტიკური ძალა წარადგინოს. მარგველაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო.

„არ მგონია, რომ ჩემი საპრეზიდენტო მანდატი, რომელიც მოსახლეობამ დამაკისრა და ეს ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობას ნიშნავს და არა რომელიმე ძალია არ მგონია, რომ ეს უნდა შევცვალო. საპარლამენტო არჩევნებში მე პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, რადგან მე ხალხმა ეს დამავალა. მე მაქვს სტაბილური სამწლიანი მანდატი 2018 წლამდე", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ პოლიტიკის დატოვებას არც მომავალში აპირებს, მაგრამ მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები 2013 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, რომელმაც პრეზიდენტის უფლებები შეზღუდა და პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის პრეროგატივები გააფართოვა. საქართველოს ახალი მმართველი ძალა –  „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, ერთი წლის შემდეგ მმართველი კოალიციის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.  


ყველა ახალი ამბავი
0