"მის საქართველო 2015" ფინალში 25 ლამაზმანი აირჩიეს

გამოწერა
დასახელდა სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2015" ფინალისტი გოგონების სახელები. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს არა მხოლოდ გვირგვინს, არამედ მსუბუქ ავტომობილსაც.

დასახელდა სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2015" ფინალისტი გოგონების სახელები. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს არა მხოლოდ გვირგვინს, არამედ მსუბუქ ავტომობილსაც.

"მის საქართველოს" ტიტულისათვის თავიდან 300 პრეტენდენტი იყო, მაგრამ პირველი შესარჩევი ტური მხოლოდ ასმა მათგანმა გაიარა. ახლა გოგონების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას წოდებისათვის ბრძოლას განაგრძობენ, კიდევ უფრო შემცირდა.

ფინალისტების სადღესასწაულო წარმოდგენა 8 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართება. სილამაზის კონკურსის "მის საქართველო" ფინალი 1 ნოემბერს ბათუმში შედგება.

"მის საქართველო 2015" შემდგომში საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს სილამაზის კონკურსებზე "მის მსოფლიო", "მის სამყარო" და "მის ინტერკონტინენტალი". კიდევ ხუთი გოგონა, რომლებიც კონკურსში მოწინავე ადგილებს დაიკავებენ, ასევე წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.

ყველა ახალი ამბავი
0