ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდება

© acebook.com/ქალაქ-ქუთაისის-საკრებულოქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულხან ქობულაძე ამტკიცებს, რომ დავით დვალმა და მისმა მოადგილემ მექა ყანჩელმა იგი სცემეს. ქობულაძის თქმით, მიზეზი სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებული მისი სტატუსი გახდა, სადაც , მან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეახსენა მისი ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდება. 

 სულხან ქობულაძე ამტკიცებს, რომ დავით დვალმა და მისმა მოადგილემ ბექა ყანჩელმა იგი სცემეს. ქობულაძის თქმით, მიზეზი სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებული მისი სტატუსი გახდა, სადაც მან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეახსენა მისი ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ. 

 ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს ქობულაძის ბრალდებას, თუმცა გამოძიების დასრულებამდე უფლებომოსილების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. 

 „სრული სიცრუეა ჩემი მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ეს არის ბლეფი, მოგონილი ავანტურა და ცრუ დასმენა…გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი თანამდებობრივი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ დარჩეს ვინმეს განცდა იმისა, რომ მე შეიძლება ჩემი სტატუსი გამვიყენო ბოროტად და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, ან მავანთ რომ არ ქონდეს აღნიშნულით ხელოვნურად აპელირების საშუალება, მე მივიღე გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ სამსახურებრივ ურთიერთობას, სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულდება“, — განაცხადა დვალმა ორშაბათს, 5 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


ყველა ახალი ამბავი
0