პოლიტოლოგი: ალასანიასთვის "ნაციონალებთან" გაერთიანება ხელსაყრელი არ იქნება

© photo: Sputnik"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის აზრით, შესაძლოა დასავლეთმა ამ ორ პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდოს.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება ირაკლი ალასანიასთვის სახარბიელო არ იქნება.

საპარლამენტო ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ შესწორებებს ეხება. აღნიშნული შესწორება საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო ფუნქციის გატანას  გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ იდეოლოგია დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. უბრალოდ, „ნაციონალები“, რომლებიც წარსულში ქვეყანას მართავდნენ, კრიმინალური ძალაა და თუ ირაკლი ალასანია მათთან გაერთიანდება, არა მგონია, რომ ეს „თავისუფალ დემოკრატებს“ სასიკეთოდ წაადგეს“, – განაცხადა Sputnik–თან ინტერვიუში თამარ კიკნაძემ.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა დასავლეთმა ამ ორ პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0