დღეს მასწავლებლის მსოფლიო დღეა

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშისასწავლო წელი დაიწყო
სასწავლო წელი დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მასწავლებლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღინიშნება. 

1994 წელს იუნესკომ 5 ოქტომბერი მასწავლებლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 1966 წელს, სწორედ ამ დღეს მოხდა პედაგოგებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა: პარიზში მთავრობათშორის კონფერენციაზე იუნესკომ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასწავლებელთა მდგომარეობის თაობაზე რეკომენდაციები მიიღეს. ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. 

რეკომენდაციებში მასწავლებელთა უფლება-ვალდებულებები და მათი მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაოზე მიღებისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორსო ნორმებია გათვალისწინებული. 

ამას გარდა, 1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებ რეკომენდაციები მიიღო. 

2015 წელს მასწავლებლის მსოფლიო დღე ჩატარდება დევიზით „მასწავლებელთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება, მდგრადი საზოგადოებების შექმნა“. მასწავლებლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე ყურადღების  გამახვილება ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი განათლებისა და მდგრადი საზოგადოებების მიღწევის გზაზე. მასწავლებლები დიდ როლს ასრულებენ საზოგადეობის განვითარებისა და ეროვნული პოტენციალის გამყარების საქმეში. მიუხედავად ამისა, ამ პროფესიაში ძველებურად  უამრავი პრობლემაა. ესენია: კადრების უკმარისობა, მასწავლებელთა მომზადების დაბალი დონე და ასევე დაბალი სტატუსი. 

იუნესკოს სტატისტიკური ინსტიტუტის შეფასებით, 2020 წლისთვის საყოველთაო დაწყებითი განათლების უზრუნველსაყოფად,  ქვეყნებმა საერთო ჯამში აუცილებლად უნდა მოამზადონ დაწყებითი კლასების 12,6 მილიონი  პედაგოგი.  

 


ყველა ახალი ამბავი
0