თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, შვიდ პროცენტიანი ბარიერი 14 დარეგისტრირებული პარტიიდან მხოლოდ ექვსამა პარტიამ გადალახა.
ამ დროისათვის დამუშავებულია 99,25 ბიულეტენი. 18.00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 45,7% გამოცხადდა, იტყობინება Sputnik ყირგიზეთი.
ყირგიზეთის ისტორიაში პირველად, 2015 წლის 4 ნოემბერს, არჩევნები ყირგიზეთის პარლამენტში ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ჩატარდა. ამომრჩეველთა ბაზა ფორმირებული იყო 2 მილიონ 670 ათას 480 მოქალაქის სფუძველზე, რომელთაც არჩევნებში ხმის უფლება მიიღეს.