2015 წლის ბოლოს კრაკოვში ნატოს კონტრდაზვერვის ცენტრი გაიხსნება

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშინატოს სიმბოლო ბრიუსელში
ნატოს სიმბოლო ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრის ბაზაზე 40-დან 70 -მდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარგზავნილებიც.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის ბოლოსათვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ტერორიზმის საწინააღმდეგო ქმედებებისა და კონტრდაზვერვის, ნატოს საექსპერტო და სასწავლო ცენტრი გაიხსნება, ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt კვირას, 4 ოქტომბერს იტყობინება. 

 გამოცემის მონაცემებით, ცენტრის ბაზაზე 40-დან 70 —მდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარგზავნილებიც. 

 მანამდე ნატომ ალიანსის საკომანდო ცენტრები ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში გახსნა. ეს ცენტრები ინტეგრაციის ქვედანაყოფებია, რომლთაც აუცილებლობის შემთხვევაში ხელი უნდა შეიწყონ რეგიონში ალიანსის ძალების განშლასა და სწავლებების კოორდინაციას. ყოველ საკომანდო ცენტრში 40-მდე ოფიცერი იმუშავებს. 


ყველა ახალი ამბავი
0