დიეტაზე, გაუმართლებელ ექსპერიმენტებსა და ლეტალურ შედეგებზე

დიეტა
დიეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზმისთვის აუცილებელია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ასევე ვიტამინები. ძალიან მნიშვნელოვნია მიიღოთ სუფთ წყალი, ვინაიდან ჩვენი ორგნიზმის თითქმის 70 პროცენტი წყლისგან შედგება და თუკი ორგანოზმში მისი დეფიციტია, ნივთიერებათა ცვლა ირღვევა.

 რუსუდან პირველი

 ბუნებრივია, ყველას სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს. საამისოდ ბევრ ნაცად თუ უცნობ გზებსა და საშუალებებს მიმართავენ.  ზოგი მათგანი ამართლებს, ზოგსაც კი არასასურველ შედეგებამდე მივყავართ. ბოლო დროს გახშირდა ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული რჩევა- რეკომენდაციები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალები იძლევიან.  რატომ ვატარებთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მსგავსი ექსპერიმენტებით?— ამ თემაზე ვესაუბრე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას.

 - ბატონო ლაშა, რამდენად მართებულია და რა შედეგამდე შეიძლება  მიგვიყვანოს ინტერნეტში გამოქვეყნებული დიეტების საკუთარ თავზე გამოცდამ?  

— მოგახსენებთ, ინტერნეტიდან დიეტების ამოღება მართებული არ არის. საჭიროა გარკვეული გამოკვლევების ჩატარება, ამ დროს დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი და მკურნალობაში სპეციალისტის  ჩართვაა საჭირო. სიმსუქნემ შეიძლება უამრავი დაავადება გამოიწვიოს. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული —ნაღველკენჭოვანი დაავადება. ამ დროს რაციონიდან გარკვეული პროდუქტების ამოღება გვიწევს. ადამიანმა არ უნდა მიირთვას კვერცხი, პომიდორი და ა.შ  არ შეიძლება, ყველამ ერთნაირი დიეტა დაიცვას, რადგან ეს, ხშირ შემთხვევაში, ზიანს აყენებს  ორგანიზმს.

 — ბატონო ლაშა, თუ შეიძლება, მკითხველს კიდევ ერთხელ განუმარტოთ რა არის დიეტა?

— დიეტა  არის სწორი, დაბალანსებული, რაციონალური კვება, რომელიც ითვალისწინებს დღის განმავლობაში ყველა ნივთიერების რაციონალურად შესვლას ორგანიზმში, ეს იქნება ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები თუ წყალი. გარდა ამისა, კვება უნდა იყოს ჯერადი, ანუ დღის განმავლობაში უნდა ვიკვებოთ რამდენჯერმე. 

 - ინტერნეტში გამოქვეყნებულ დიეტებში ხშირად ვხვდებით ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა კოჭა, ქატო, არაჟანი და ა.შ. რა შეუძლია გამოიწვიოს თითოეულმა  მათგანმა არასწორადა მიღების შემთხვევაში?

— არსებობს უამრავი სახელობითი დიეტა, რომელსაც, დამეთანხმებით, რომ ანჯელინა ჯოლი ან ჯულია რობერტსი თავად ვერ მოიგონებდა. ის  სპეციალისტის მიერაა შედგენილი და მათ ორგანიზმზეა მორგებული. რაც შეეხება იმ ინგრედიენტებს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგალითად არაჟანს, თუ თქვენს ორგანიზმში არის ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, არაჟანი საერთოდ აკრძალულია, რადგან ზეწოლას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. რაც შეეხება ქატოს. კუჭის წყლულოვანი დაავადების, ან გასტრიტის დროს  მისი მიღება არ არის რეკომენდებული. რადგან ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. შესაბაისად, აუცილებლია, ადამიანმა ერთხელ მაინც მიმართოს სპეციალისტს, ექიმს, რომ გამოიკვლიოს ორგანიზმი. მან უნდა იცოდეს, თუ სად არის პრობლემა, რომელი ცვლა არის დარღვეული და შესაბამისად მიიღოს რეკომენდაციები. ამის მიხედვით უნდა მოხდეს დღის განმავლობაში მისი კვების რაციონის შედგენა. და კიდევ, ძალიან ცუდია, როცა ასეთ დიეტებს  მოზარდები, ე.წ. თინეიჯერები იცავენ, ვინაიდან  მათ ორგანიზმში გარდატეხის გარკვეული პროცესები მიდის, ანუ ორგანიზმის ჰორონალური ჩამოყალიბება ხდება და ამ დროს  არასწორი დიეტითა და შიმშილით ორგანიზმის განვითარებას და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

 — ბატონო ლაშა, დღეს ბევრი შიმშილობს იმისთვის, რომ რამდენიმე დღეში გარკვეული ზედმეტი კილოგრამები მოიცილოს.  

— ეს ძალიან ცუდია, რადგან შიმშილის დროს  ჩვენი ორგანიზმი მთლიანად იფიტება  და ჩვენ ვაღწევთ არა ცხიმოვანი ქსოვილის წვას და წვის ხარჯზე წონის კლებას, არამედ ამ დროს ხდება ორგანიზმის მთლიანი გამოფიტვა და ამის ხარჯზე ვიკლებთ წონაში. შემდგომში, ნორმალური კვების ფონზე, წონის ანაზღაურება ორმაგად ხდება. დეფიციტს განიცდის ყველა ორგანოთა სისტემა. მარტივად რომ ავხსნათ,  თუ ავტომობილში არ ჩავასხამთ საწვავს, ავტომობილი ვერ იმოძრავებს. ასევეა ჩვენი ორგანიზმი. თუ მას საკვები ნივთიერებები არ მივაწოდეთ, შესაბამისად ნივთიერებათა ცვლა ვერ შესრულდება და ეს  ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. შიმშილობას საბოლოოდ მივყავართ ანურექსიამდე —  ვერაგ დაავადებამდე, რომელიც ძნელად იკურნება და, ზოგ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.

 — თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად  საკუთარ თავზე ვინ იტარებს ექსპერიმენტებს?

— მოზარდი გოგონები. ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ იმის გამო, რომ  გახდომა სურთ. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ვინც ფიტნეს- ვარჯიშებში არიან ჩაბმულნი, მავანთა რეკომენდაციით,  გაურკვეველი რაოდენობით იღებენ სხვადასხვა ტიპის ამინომჟავებს. ჯანმრთელობისთვის ესეც ზიანის მომტანია. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, — საეჭვო ტიპის ექსპერიმენტები საკუთარ თავზე არ ჩაიტარონ.  აუცილებელია დღის განმავლობში იკვებოთ ჯერადად და მიიღოთ ყველა ის  ნივთიერება, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ასევე ვიტამინები. ძალიან მნიშვნელოვნია მიიღოთ სუფთ წყალი, ვინაიდან ჩვენი ორგნიზმის თითქმის 70 პროცენტი წყლისგან შედგება და თუკი ორგანოზმში მისი დეფიციტია, ნივთიერებათა ცვლა ირღვევა.

 იმედია, ჩვენი მკითხველები ამ  რჩევებს გაითვალისწინებენ, არ გახდებიან საეჭვო ექსპერიმენტის მსხვერპლნი და უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების წესს მიანიჭებენ.


ყველა ახალი ამბავი
0