აზერბაიჯანის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მუსლიმთა სიაში შევიდა

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიილხამ ალიევი
ილხამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს სიის სათავეში იორდანიის მეფე აბდულა II იბნ ალ-ჰუსეინია, მას შემდეგ მოდის კაიროს უნივერსიტეტის „ალ-აზჰარის“ იმამი შეიხ აჰმად მუჰამმად ალ-თაიიბი. სიაში მესამე საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდელ აზიზია.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მუსლიმთა რიცხვში შევიდა. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ჯორჯთაუნის მუსლიმ-ქრისტიანული ურთიერთგაგების ცენტრის მხარდაჭერით ამანის სტრატეგიული კვლევების ისლამის სამეფო ცენტრმა გამოაქვეყნა. 

ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი მუსლიმების რეიტინგში ასევე შევიდნენ კავკასიის მუსლიმთა მმართველობის მეთაური შეიხ ულ ისლამ ალაჰშუკიურ ფაშაზადე და მუგამის შემსრულებელი (ხენენდე) ალიმ გასიმოვი, იტყობინება Sputnik Азербайджан

მიმდინარე წელს სიის სათავეში იორდანიის მეფე აბდულახ II იბნ ალ-ჰუსეინია, მას შემდეგ მოდის კაიროს უნივერსიტეტის „ალ-აზხარის“  იმამი შეიხ ახმად მუჰამმად ალ-თაიიბი. სიაში მესამე საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდელ აზიზია. 

ამასთან The Muslim 500-ის სიაში, რომელიც 2009 წლიდან ქვეყნდება, ასევე შევიდნენ თურქეთის პრეზიდენტი — რეჯებ თაიიფ ერდოღანი, პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0