ვაშინგტონი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი 4 ოქტომბერს ევროპაში 5 დღიან ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებში ბელგიას, იტალიას, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა, იტყობინება პენტაგონი.
კერძოდ, 5 ოქტომბერს კარტერი მადრიდში იქნება, ხოლო 6 ოქტომბერს ესპანეთში ორ ამერიკულ ბაზას ეწვევა. შვიდ ოქტომბერს კარტერი შეხვედრებს გამართავს რომში, 8 ოქტომბერს ნატოს მინისტერიალს დაესწრება ბრიუსელში, სადაც ასევე გამართავს კომისიის სხდომას ნატო-საქართველო. 9 ოქტომბერს, კი კარტერი შეხვედრებს ლონდონში გამართავს, იტყობინება პენტაგონი.