საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიФутбол.
Футбол. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარალელურად შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებიც იმართება და იმ დროისათვის, როცა შაბათის ბოლო მატჩი შედგება, შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის სახელი ცნობილიც კი გახდეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.

 პარალელურად შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებიც იმართება და იმ დროისათვის, როცა შაბათის ბოლო მატჩი შედგება, შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის სახელი ცნობილიც კი გახდეს. 

 ამ პოსტზე წარდგენილი სამივე კანდიდატი: რევაზ არცელაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია, მათი არჩევის შემთხვევაში პირობას დებენ რომ ფეხბურთის ეროვნულ პირველობას ახალ, კონკურენტუნარიან დონეზე აიყვანენ. 

 ჩემპიონატის ორი ცენტრალური შეჯიბრი შაბათს შედგება. 15:00 საათზე ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს შეხვდებიან „სამტრედია“ და „დილა“, რომელთაც სატურნირო ცხრილში მხოლოდ სამი ქულა აშორებთ. ეს თამაში არა მხოლოდ ჩემპიონატში ლიდერობისაკენ სწრაფვითაა აღსანიშნავი,  არამედ იმითაც,  რომ „სამტრედიას“ ახალ მწვრთნელს გია ცეცაძეს, მანამდე ეს პოსტი გორის „დილაში“ ეჭირა და კარგად იცის ახლა უკვე უჩა სოსიაშვილის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. 

 მეორე საინტერესო თამაში „დინამო არენაზე“ შედგება, სადაც თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. 

 გასულ ტურში, გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატის პირველი ხაზი დათმო,  რადგან „დილასთან“ გასვლითი მატჩი 0:2 წააგო. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს „დილამ“ შესაძლოა „ზუგდიდთან“ არც ისე მარტივ თამაშში ქულები დაკარგოს, დედაქალაქის გუნდმა შეიძლება პირველი ადგილი დაიბრუნოს. 

 თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. 47 ორთაბრძოლაში, თბილისის „დინამომ“ მხოლოდ 6-ჯერ მოუგო ბათუმელთა კლუბს, 33-ჯერ წააგო და 8 თამაში ფრედ დაასრულა. ასე რომ დადებითი შედეგის მისაღწევად დედაქალაქის გუნდს მაქსიმალური ძალისხმევა მოუწევს.

 კიდევ ერთი თამაში, რომელიც 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი შესაძლოა გადაიდოს. საუბარია ლანჩხუთის  „გურიასა“ და „ზუგდიდს“ შორის შეხვედრაზე. მიზეზი „გურიის“ მეკარის მიხეილ გოგუაძის ტრაგიკული დაღუპვაა. გადატანის შემთხვევაში მატჩს 10 ან 11 ოქტომბერს ითამაშებენ. 

მეშვიდე ტურის მატჩების განრიგი:

3 ოქტომბერი

„ცხინვალი“ — „კოლხეთი“

„სამტრედია“ – „დილა“

„საპოვნელა“ – „ლოკომოტივი“

„დინამო „ თბილისი — „დინამო“ ბათუმი

4 ოქტომბერი 

„ჩიხურა“ – „ტორპედო“

„გურია“ – „ზუგდიდი“

„შუქურა“- „საბურთალო“

„სიონი“ – „მერანი“


ყველა ახალი ამბავი
0