თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საკმარისია მოწყდეთ ვირტუალურ სამყაროს, გახვიდეთ რეალური ქალაქის ქუჩებში…
…და მაინც რას უმზადებს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ოქტომბრის ხავერდოვანი შაბათ-კვირა:
„მადლობა ღმერთს პარასკევია!“ — მძიმე სამუშაო კვირის დასრულება მხიარულად, ცოცხალი მუსიკით, გემრიელი კოქტელიებითა და დილამდე ცეკვებით შეგიძლიათ აღნიშნოთ საღამოზე "Thank God It's Friday!". შეხვედრის ადგილი თბილისური კლუბი "Chops by The River".
გსურთ შეიგრძნოთ თანამედროვე ხელოვნება? ეს არც ისე მარტივია, თუმცა სრულიად რეალური, თუკი არ გამოტოვებთ თბილისის საერთაშორისო ტრიენალეს. წელს მან სტარტი დევიზით „თვითორგანიზებადი სისტემები — S.O.S „ —აიღო და მასში მონაწილეობას იღებენ არტისტები, შემოქმედებითი კოლექტივები და კურატორები საქართველოდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, კოლუმბიიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. პარასკევს ვიდეოჩვენებები Rooms Hotel —ის მიწისქვეშა პარკირების ტერიტორიაზე გაიმართება.
პარასკევს თბილისის ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ესტაფეტას Set Fest განაგრძობს. მსმენელთა წინაშე წარსდგებიან Apparat, David August, Stimming, Bob Moses, Valentin Stip, Max Cooper, Applescal, Kiasmos, Agoria, Matthew Dekay და სხვები.
შაბათი:
ყავა და ჩაიმანებო! საქართველოში პირველად ყავისა და ჩაის ფესტივალი 2015 იმართება. ჭავჭავაძის პროსპექტზე ღონისძიების სტუმრებს საქართველოს ჩაისა და ყავის კომპანიები ელიან გამოფენებით, დეგუსტაციით, ფასდაკლებებით, ვაუჩერებით და სხვა მრავალი სურპრიზით.
შაბათს ასევე შეგიძლიათ რუსთავს ეწვიოთ და მხატვრებთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ არტ-ობიექტების შექმნაში.
„მარშალ დე ფანტეს ბრილიანტი“ - სწორედ ამ სასიყვარულო კომედიას, სპექტაკლ-დღესასწაულს იხილავთ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სცენაზე დიდი მაესტროს შესანიშნავი თოჯინების შესრულებით.
ფეხბურთის მოყვარულებს კი საშუალება ექნებათ თბილისის "დინამოს" და ბათუმის „დინამოს“ შერკინებას დაესწრონ. შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ფარგლებში „დინამო არენაზე“ გაიმართება.
კვირა:
ღვინის დღესასწაული. ქართული ღვინის დღეს აღნიშნავს დედაქალაქი კვირას. დღესასწაულის ცენტრი თბილისში ვარდების მოედანი იქნება — ღვინის აღლუმი, სურათების გამოფენა, დრესასწაული, გამოფენა გაყიდვები… არ გამოტოვოთ ეს მოვლენა!
ქველმოქმედება! ქართველ ახალგაზრდა კინორეჟისორთა დოკუმენტური ფილმების სეანსები შედგება 4 ოქტომბერს 27 წლის ონკოლოგიური ავადმყოფის ლევან ჩიხრაძის დასახმარებლად. მათ ვისაც სურს ახალგაზრდას დაეხმაროს, ელოდება ფილმები: „მამა“ — დათა ფირცხალავა (ლოკარნოს კინბოფესტივალის პრიზიორი), „დინოზავრი“ — მარგო ზუბაშვილი, „საზამთრო“ და „ოგასავარა“- ტატო კოტეტიშვილი და „თემო“ — ლაშა ცქვიტინიძის.
კვირასვე სპორტის მოყვარულებს თბილისის სპორტის სასახლეში აზარტული საკალათბურთო შერკინება ელოდებათ: ВТБ-ს ერთიანი ლიგის ფარგლებში თბილისური კლუბი „ვიტა“ ვოლგოგრადის „Красный октябрь»- ს შეხვდება.
სამი დღე თეატრის მოყვარულთათვის:
თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა საქართველოს დედაქალაქში მთელი მსოფლიოდან ყველაზე საუკეთესო სპექტაკლებსა და თეატრალურ კოლექტივებს მოუყარა თავი. გააფართოვეთ თვალსაწიერი და გაამდიდრეთ თქვენი შინაგანი სამყარო!
პარასკევს მარჯანიშვილის თეატრში ბრიტანული Greyscale წარმოგიდგენთ სპექტაკლს „ღმერთები დაეცნენ და ხსნა აღარ არის“, ხოლო გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაიმართება წარემოდგენა „კააში“ კომპანია აკრამ ხანისაგან. ვინც პარასკევს ვერ მოასწრებს, „ღმერთების დაცემას“ შეუძლია შაბათსაც უყუროს, ხოლო კვირას, რუმინეთის ეროვნული თეატრი რუსთაველის თეატრში შექსპირის „ქარიშხალს“ წარმოადგენს.
SPUTNIK ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!