თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. იოსებ სტალინის სამშობლოს — გორის მცხოვრებნი მიუხედავად ქალაქის საკრებულოს წინააღმდეგობისა, აქციას ატარებენ ქალაქში სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე აღმართული საბჭოთა ბელადის ძეგლი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2010 წელს აიღეს.
მანამდე, პარასკევს ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ინიციატივას ძეგლის აღდგენის შესახსებ. საქართველოს ხელისუფლება არა ერთხელ დაპირდა გორელებს, რომ სტალინის ძეგლს კვლავ დაუბრუნებდნენ ქალაქს, მაგრამ არა ქალაქის ცენტრში, არამედ სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ დროისათვის ძეგლი ქალაქიდან სამ კილომეტრში ინახება.
„დეპუტატთა გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა მოტყუება. ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ ძეგლს ძველ ისტორიულ ადგილზე არ დააბრუნებენ“, — განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბოლო ორი წლის მანძილზე, სტალინის ბიუსტი სამჯერ დადგეს თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ქმედებების უკანონობის გამო, ყოველთვის ბიუსტის დემონტაჟს ახდენდა.