თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. გორში სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, იუწყება ქართული მედია პარასკევს, 2 ოქტომბერს.
სტალინის სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლის აღდგენას მხარი 14–დან მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.
სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2008 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აიღეს.
ამ ფაქტის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ძეგლს მოედანთან ახლოს, სტალინის სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე დაამონტაჟებდნენ.
სტალინის მომხრეები და რიგი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებენ და ამ დაპირების შესრულების მოთხოვნით რეგულარულ აქციებს მართავენ.
კვარცხლბეკიდან მოხსნილი სტალინის ძეგლი ქალაქგარეთ, სოფელ მეჯვრისხევისკენ, გორიდან სამ კილომეტრში გადაიტანეს.