ნანა ძაგნიძემ ფიდეს ყოველთვიურ რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა

© http://msy.gov.ge/ნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცთა რეიტინგში გაცილებით გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საუკეთესო ასეულში მყოფმა საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ბაადურ ჯობავამ. 71-ე ადგილიდან ქართველი დიდოსტატი 56-ე პოზიციაზე გადავიდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ ფიდეს ყოველთვიურ რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა. 

 ძაგნიძის ანგარიშზე 2573 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე გასულ ინდოელ ხემპი კონერს სულ 5 ქულით ჩამორჩება. რეიტინგის სათავეში ჩინეთის წარმომადგენელი ხოუ იფანია (2671). 

 მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა სიის  პირველ ოცეულში კიდევ ორი ქართველია: ბელა ხოტენაშვილს (2502)  - 14, ხოლო ნინო ბაციაშვილს (2500)- 15 ადგილი უჭირავს. 

 გარდა ამისა კიდევ 5  ქართველი მოჭადრაკე ქალი საუკეთესოთა ასეულში შევიდა: ლელა ჯავახიშვილი(29), სალომე მელია(33), ნინო ხურციძე (50), მერი არაბიძე (63) და მაია ლომინეიშვილი (98). სოფიკო გურამიშვილმა წინა რეიტინგთან შედარებით  ასეული დატოვა და 101 ადგილზე გადაინაცვლა. 

 მამაკაცთა რეიტინგში გაცილებით გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საუკეთესო ასეულში მყოფმა საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ბაადურ ჯობავამ. 71-ე ადგილიდან ქართველი დიდოსტატი 56-ე პოზიციაზე გადავიდა. 

 ფიდე-ს მამაკაცთა რეიტინგს ნორვეგიელი მაგნუს კარლსონი ხელმძღვანელობს. სკანდინავიელის გარდა ლიდერთა სამეულში არიან ამერიკელი ხიკარუ ნაკამურა და ბულგარელი ვასელინ ტოპალოვი. 


ყველა ახალი ამბავი
0