თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხომერიკმა ხორვატიაში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატი U-18 მოიგო. 9 შესაძლებლიდან, ნინო ხომერიკმა 8 ქულა მიიღო და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ პოლონელ ევა ხარაზინსკას. მესამე ადგილზე მაკედონიის წარმომადგენელი ტიიანე ბლაგოჟევიჩი გავიდა. საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მარიამ ჭოლაძემ 26-ე ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობა 48 სპორტსმენმა მიიღო ევროპის 30 ქვეყნიდან.
ახალგაზრდებს შორის იმავე კატეგორიაში გიორგი სიბაშვილმა 11 ადგილი დაიკავა, ხოლო ნოე თუთისანმა — 16. ევროპის ჩემპიონი ალი მარანდი ჯემილ ჯანი გახდა თურქეთიდან, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა.