„საბურთალომ“ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში პირველი თამაში წააგო

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ U-19 უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დანიურ „მიდტიულანდთან“ 1:3 წააგო. საპასუხო თამაში თბილისში 21 ოქტომბერს შედგება.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ U-19 უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დანიურ „მიდტიულანდთან“ 1:3 წააგო. 

შეხვედრის დასაწყისში ქართულმა მხარემ აიღო ინიციატივა, და შეეცადა მოწინააღმდეგისათვის თავისი თამაში მოეხვია თავს, მაგრამ მასპინძლებს ეს აშკარად არ მოეწონათ და პირველი ტაიმის შუაში დანიელები დაეუფლნენ ბურთს და ზედიზედ რამდენიმე მომენტი შექმნეს „საბურთალოს“ კართან. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 23-ე წუთზე გოლით დასრულდა. მისი ავტორი სიმონ სტერინგი გახდა. 

ტაიმის ბოლომდე, „მიდტიულანდმა“ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. ამჯერად გოლი გუნდის კაპიტანმა იონას გემერმა გაიტანა. 

მეორე ტაიმის დებიუტში, გიორგი ჭიაბერაშვილის გუნდმა სხვაობა შეამცირა. ამჯერადაც იოანას გემერი გამოირჩა, რომელმაც გია ჭარბაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა. 

„საბურთალომ“ ვერ შეძლო შედეგის შენარჩუნება და 85-ე წუთზე რასმუს ნისენმა მესამე გოლის გატანით დაასრულა შეხვედრის საბოლოო შედეგი. 

საპასუხო თამაში თბილისში 21 ოქტომბერს შედგება. 


ყველა ახალი ამბავი
0