პრემიერი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე სამი წლის წინ

© facebook.com/GaribashviliOfficial"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიტინგი 2012 წელს
ქართული ოცნების წინასაარჩევნო მიტინგი 2012 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველი მილიარდერის,ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეცვალა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მცხოვრებთ კოალიცია „ქართღული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის წლისთავი მიულოცა. 

 „ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული  „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  მმართველი პატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  შეცვალა. ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები ასევე  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მოიგო. 

 „2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დღეს კოალიცია,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად,მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე,“- ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში.

 „დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0