კიშინიოვში დიდი ეროვნული კრების მოედანზე ბომბის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოები იმ ქალის ვინაობის დადგენას ცდილობენ, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინა მათ.
მოლდოვის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბომბის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება 2 წლამდე თავისუფლები აღკვეთას ან 10 ათასი ლეის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, იუწყება Sputnik მოლდოვა.
ამ დროისათვის კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებსაც სამოქალაქო პლატფორმა DA (Demnitate si adevar — "ღირსება და სიმართლე") ატარებს.