მოქმედება დასწრებაზე: პუტინი სირიაში რუსეთის საჰაერო ძალების ქმედებებზე

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა, რომ სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის დასწრებაზე მოქმედება და ბოევიკების განადგურება მათსავე მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა, რომ სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის დასწრებაზე მოქმედება და ბოევიკების განადგურება მათსავე მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრისას, ასევე აღნიშნა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს", რომელთან ბრძოლის ოპერაციაშიც რუსი, ევროპელი და პოსტსაბჭოთა სივრცის ათასობით მებრძოლი მონაწილეობს, არავითარი საერთო არ აქვს "ნამდვილ ისლამთან".

"ერთადერთი სწორი გზა საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად — ხოლო სირიასა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე სწორედ საერთაშორისო ტერორისტთა ბანდები მოქმედებენ ზღვარგადასულად — დასწრებაზე მოქმედებაა, ტერორისტებისა და ბოევიკების მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე განადგურება და არა იმის ლოდინი, როდის მოგვაკითხავენ სახლში", — განაცხადა პუტინმა მთავრობის სხდომაზე.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ძალების საზღვარგარეთ ქმედებების ნებართვა გასცა, კერძოდ, სირიაში. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ივანოვმა განმარტა, რომ საუბარი მიდის მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაციაზე, ქვეითი სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება გამორიცხულია.

ყველა ახალი ამბავი
0