АТР-ს ახალ რეიტინგში ალექსანდრე მეტრეველმა პოზიციები 53 პუნქტით გაიუმჯობესა

© http://msy.gov.ge/სოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
WTA -ს ახალ რეიტინგში სოფია შაფათავა კვლავ მესამე ასეულის შუაშია და 252-ე ადგილს იკავებს. მას ბევრად უკეთესი პოზიციები აქვს წყვილთა რეიტინგში, სადაც 7 საფეხურით წაიწია წინ და ახლა148-ე ადგილს იკავებს.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში АТР ალექსანდრე მეტრეველმა პოზიციები 53 პუნქტით გაიუმჯობესა და 418-დან 365 ადგილზე გადაინაცვლა. 

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა იზმირის ATP Challenger-ის სერიის, 64 ათასი ევროს საპრიზო ფონდის მქონე ტურნირზე საკვალიფიკაციო მატჩები გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა. 

ასევე უმნიშვნელოდ გაიუმჯობესა პოზიციები საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც. 23 წლის ჩოგბურთელი საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ასეულშია და ამ დროისათვის 561 ქულით 95-ე ადგილს იკავებს. მომდევნო მაჩვენებლისათვის (90-ე ადგილი) ბასილაშვილს მხოლოდ 21 ქულა აკლია. 

WTA —ს ახალ რეიტინგში სოფია შაფათავა კვლავ მესამე ასეულის შუაშია და 252-ე ადგილს იკავებს. მას ბევრად უკეთესი პოზიციები აქვს წყვილთა რეიტინგში, სადაც 7 საფეხურით წაიწია წინ და ახლა 148-ე ადგილს იკავებს. 

შაფათავას პროგრესი ბოლო თვის განმავლობაში რუმინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში სამი ტურნირის მოგებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ბოლო წარმატება მან მეწყვილესთან, ეკატერინე გორგოძესთან გაიყო.

ყველა ახალი ამბავი
0