თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. იდენტიფიცირებულია თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ელიზბარ ბაგაშვილის ცხედარი. ამის შესახებ ქართული მედია ოთხშაბათს, 30 სექტემბერს იტყობინება.
2015 წლის 14 ივნისს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმამდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, 300 კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
23 აგვისტოს მდინარე მტკვარში აღმოჩენილი სხეულის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად ელიზბარ ბაგაშვილის იდენტიფიცირება მოხდა.
კიდევ ორი ადამიანი, ბექა ბუთურაშვილი და სერგო კაპანაძე ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.
54 წლის არქიტექტორი ელიზბარ ბაგაშვილი მოსკოვიდან ნათესავების სანახავად ჩამოვიდა. წყალდიდობის დროს იგი მეგობრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შინ დაბრუნებისას დაიკარგა.