მარკირების შემდეგ ფასები უალკოჰოლო პროდუქციაზე არ გაიზრდება

© Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიუალკოჰოლო სასმელები
უალკოჰოლო სასმელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების სისტემის შემოღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმებოდა, მაგრამ მწარმოებელი კომპანიების თხოვნით, ხელისუფლება დათმობებზე წავიდა და ეს ვადა 2015 წლის 1 ნოემბრამდე გადასწია.

თბილისი,30სექტემბერი – Sputnik. საქართელოში უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების სისტემის 1 ნოემბრიდან  შემოღების შემდეგ, ფასები არ შეიცვლება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართულ შეხვედრაზე. 

უალკოჰოლო სასმელების აუცილებელი მარკირების სისტემის შემოღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმებოდა, მაგრამ მწარმოებელი კომპანიების თხოვნით, ხელისუფლება დათმობებზე წავიდა და ეს ვადა 2015 წლის 1 ნოემბრამდე გადასწია. 

„მთავრობის ამოცანაა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი სახსრებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები იგივე დარჩება“, – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტზე არ აისახება, რადგან თანხებს შემოსავლების სამსახური თავისი ბიუჯეტიდან გაიღებს. 

ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.

ყველა ახალი ამბავი
0