ენმ: მინისტრები ოცამდე შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს იმ მინისტრების სია გადასცეს, რომლებიც პარლამენტში მოიწვიეს, მაგრამ არ გამოცხადდნენ.

თბილისი,30 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მინისტრები უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე.

ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს იმ მინისტრების სია გადასცეს, ვინც პარლამენტში მოიწვიეს, მაგრამ არ გამოცხადდნენ.

„მინისტრები, ფაქტობრივად, 2013 წლიდან არ მოდიოდნენ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე. ასეთი დაახლოებით ოცი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ეს მონაცემები საგანგაშო უნდა იყოს პარლამენტისათვის“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა.

იმ მინისტრებს შორის, ვისაც ოპოზიცია მათი მოთხოვნის იგნორირებას აბრალებს, არიან შსს-ს, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები.

ყველა ახალი ამბავი
0