საქართველოს პრემიერი ნიუ–იორკში ბიზნესმენებს შეხვდა

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს პრემიერი ნიუ–იორკში ბიზნესმენებს შეხვდა
საქართველოს პრემიერი ნიუ–იორკში ბიზნესმენებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრი ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ყველა პრიორიტეტულ სფეროზე და ასევე იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ევროკავშირთან, თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში გამართულ ფორუმზე ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განთავსების მსურველებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.   

ბიზნესფორუმს, რომლის სახელწოდებაცაა Georgia-Making Business Easy,  მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: African Trade and Business Center, Avir Group, BlueCap Economic Advisors, Brunswick Group, Contract Pharmacal, NBC Universal, Synergics Energy Development.

„საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში. საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება — ეს ის პრიორიტეტული სექტორებია, რომლებშიც ინვესტორებს საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ“, — განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ–მინისტრი ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ყველა პრიორიტეტულ სფეროზე და ასევე იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ევროკავშირთან, თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით. 

ამას გარდა, ღარიბაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პოტენციალიც გააცნო და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზეც უამბო. 


ყველა ახალი ამბავი
0