გასულ შაბათ–კვირას თითქმის მთელი პლანეტის მოსახლეობას მთვარის სრული დაბნელების ხილვის საშუალება მიეცა, ანუ, ეგრედ წოდებული, სისხლიანი მთვარის. ტაჯიკებს, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ ჰქოდათ, მაგრამ Sputnik კორესპონდენტი გისარის ასტრონომიულ ობსერვატორიას ეწვია, რათა ცალი თვალით მაინც დაენახა მეწამული ლამაზმანი.
დუშანბეს მაცხოვრებლებს არ გაუმართლათდა "სისხლიანი მთვარე" ვერ დაინახეს. თანამგზავრი სულ სხვა სახით წარმოგვიდგა– ეს იყო ვეებერთელა ყვითელი ბურთი, რომელსაც, თითქოს, ხელით შეეხებოდი.
მოცემული ასტრონომიული მოვლენის დროს, მთვარის ორბიტა დედამიწასთან გაცილებით ახლო მანძილზე გადის, რის გამოც დედამიწის თანამგზავრი გაცილებით დიდი ჩანს. მისი დიამეტრი, ასტრონომების შეფასებით, შეადგენდა 33,47'–ს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ღამ–ღამობით ის 31′05'–ს ტოლია.