თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, იუწყება ქართული მედია.
დღესასწაული 1990 წლის 14 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაარსდა და მას მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღნიშნავენ.
საზეიმო კონცერტები გაიმართება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, 15:00 საათზე და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში“ 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
თბილისის პანსიონატში კონცერტის ორგანიზატორია ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.