თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა. იგი გამოზარდეს როგორც იარაღი არასასურველი რეჟიმების წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„თავად „ისლამური სახელმწიფო“ ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა. თავდაპირველად მას წვრთნიდნენ როგორც იარაღს მაღალი წრის არასასურველი რეჟიმების წინააღმდეგ“, — ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სირიასა და ერაყის წინააღმდეგ პლაცდარმის შექმნით, „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად აფართოებს ექსპანსიას სხვა რეგიონებზე, მიზნად ისახავს ბატონობას ისლამურ სამყაროში და მხოლოდ ამ ქვეყნებით აშკარად არ შემოიფარგლება. საქმის ვითარება ბევრად უფრო საშიშია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ამ სიტუაციაში თვალთმაქცობა და უპასუხისმგებლობაა გამოდიოდე რიხიანი განცხადებებით საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეზე და ამასთან თვალს ხუჭავდე ტერორიზმის დაფინანსების არხებზე, მათ შორის ნარკობიზნესის, ნავთობითა და იარაღით არალეგალური ვაჭრობის ხარჯზე, ან ცდილობდე ექსტრემისტული დაჯგუფებებით მანიპულირებას, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათი საკუთარ სამსახურში ჩაყენების გზით“, — აღნიშნა პუტინმა