პუტინი: რუსეთი ფართე ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას გთავაზობთ

გამოწერა
რუსეთის სახელმწიფოეს მეთაურის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აბუჩად იგდებენ ისლამს და ამახინჯებენ მის ჭეშმარიტად ჰუმანისტურ ღირებულებებს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი გთავაზობთ ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას, სადაც საკვანძო პოზიცია მუსულმანურმა ქვეყნებმა უნდა დაიკავონ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გაეროს გენერალური ასამბლეის  საიუბილეო 70-ე სესიაზე გამოსვლისას. 

 „ჩვენ გთავაზობთ გადავდოთ ამბიციები და საერთო ღირებულებებითა და საერთო ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენს წინაშე მდგარი ახალი ამოცანების გადასაჭრელად და შევქმნათ ნამდვილად ფართე ანტიტერორისტული კოალიცია“, — თქვა პუტინმა. 

 „ისევე როგორც ანტიჰიტლერულ კოალიციას, მას შეუძლია თავის რიგებში გააერთიანოს  სხვადასხვა ძალები, რომლებიც მზად იქნებიან შეუპოვრად აღუდგნენ წინ მათ, ვინც ისევე როგორც ნაცისტები, ბოროტებასა და კაცთმოძულეობას თესავს. და რა თქმა უნდა ასეთი კოალიციის საკვანძო მონაწილენი უნდა გახდნენ მუსულმანური ქვეყნები, რადგან  „ისლამურ სახელმწიფოს“ მათთვის არა მხოლოდ საფრთხე მოაქვს, არამედ თავისი სისხლიანი დანაშაულებებით ბღალავს მსოფლიოს უდიდეს რელიგიას — ისლამს“, —განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

 რუსეთის სახელმწიფოეს მეთაურის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აბუჩად იგდებენ ისლამს და ამახინჯებენ მის ჭეშმარიტად ჰუმანისტურ ღირებულებებს. 


ყველა ახალი ამბავი
0