თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ახლოს იყო ახალი კლუბის შემადგენლობაში „მორაბაკ ანდორა“ თავის პირველ ტიტულთან, მაგრამ კატალონიის თასის ფინალში „მორაბანკმა“ წააგო „ბარსელონასთან“ 65:68.
მეოთხე მეოთხედის დაწყების წინ, „მორაბანკს“ 13 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და 53:40 იგებდა. მაგრამ ფინალურ მონაკვეთში მთელი „მარაგი“ გაფლანგა და 10 წუთიანი 12:28 წააგო და მასთან ერთად ფინალიც.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში გავიდა და პარკეტზე საერთო ჯამში 21 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე მან 10 ქულა აკრიბა 7 აღება და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პაუ რიბასი აღიარეს, რომელმაც გამარჯვებულთა შემადგენლობაში 26 ქულა აკრიბა.
ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება და „მორბანკ ანდორას“ კლუბი „ბილბაო“ გახდება.