უსუფაშვილი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აუცილებელი მინიმუმის დონეზეა

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს, 25 სექტემბერს, ბრიუსელში, მხარეებმა განიხილეს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ეხებოდა საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მოწოდებას, ასევე მის ტრანზიტს მესამე ქვეყნებში.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში აუცილებელი მინიმუმის დონეზეა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და „გაზპრომის“  მმართველობის თავმჯდომარეს ალექსეი მილერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას. 

 პარასკევს, 25 სექტემბერს, ბრიუსელში, მხარეებმა განიხილეს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ეხებოდა საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მოწოდებას, ასევე მის ტრანზიტს მესამე ქვეყნებში. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 0,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. 

 „ჩვენი ურთიერთობები რისეთთან ენერგეტიკაში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, აუცილებელი მინიმუმის დონეზეა  და ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას ან გეგმას, რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს“, — უთხრა უსუფაშილმა ჟურნალისტებს. 

 თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. 

 საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის  სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა,  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეა, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0