მოხსენება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დეკემბერში გამოქვეყნდება

გამოწერა
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა.

თბილისი, 28 სექტემბერი —  Sputnik. ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზნით შესრულებული ვალდებულებების შესახებ, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ორშაბათს, 28 სექტემბერს აცნობა. 

 ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ევროკომისიის რიგით მეოთხე მოხსენება 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. 

 ანგარიშის მოსამზადებლად ევროპელი ექსპერტები თბილისში ოთხდღიანი ვიზიტით ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. 

 „ისინი ოთხი მიმართულებით გვამოწმებენ — ეს არის თავშესაფარი, მიგრაცია, ტრეფიკინფი და კორუფცია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ თანამიმდევრულად შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკომისიის მესამე მოხსენებაში, იმედი გვაქვს, რომ შეფასება დადებითი იქნება და წლის ბოლოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს მივიღებთ“, თქვა გიგიაძემ. 

 საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირები შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. დოკუმენტი რატიფიკაციის პროცესს გადის ევროკავშირის 28 ქვეყანასთან.

 საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ გამოთქვეს იმედი, რომ 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. 

ყველა ახალი ამბავი
0