ვიქტორია ნულანდი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მხარს უჭერს

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს მხარს უჭერს, ამის შესახებ ნულანდმა ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ ორშაბათს, 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0