"რესპუბლიკელები" საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" ერთად გამოვლენ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად კი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან ორშაბათს, 28 სექტემბერს.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად კი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა.

„რესპუბლიკური პარტია” არის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. ჩვენ გვყავს პარტნიორები კოალიციაში, აღარ გვყავს ერთი პარტია კოალიციაში. რაიმე წინაპირობა, რომ მომავალ არჩევნებზე რაიმე სხვაგვარად იქნება დღევანდელი მდგომარეობით არ მაქვს”, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

თავიდან კოალიციაში ექვსი პარტია შედიოდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“. 

თუმცა, 2014 წლის შემოდგომაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია მას შემდეგ დატოვეს, რაც პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0